"ოცნება" ახალქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობს

"ოცნება" ახალქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობს

ახალქალაქში "ქართული ოცნების" მომხრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან აქცია გამართეს და თვითმმართველობის წევრებს თანამდებობის დატოვება, მაჟორიტარ დეპუტატს კი მანდატის დათმობა მოსთხოვეს. მოთხოვნების შესასრულებლად "ოცნებამ" "ნაციონალებს" ერთკვირიანი ვადა მისცა. საპასუხოდ აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამართეს და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ სიტუაციის არევას ჯავახეთში. თვითმმართველობის წევრებისთვის თანამდებობების დასატოვებლად მიცემული ერთკვირიანი ვადა გავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა და "ოცნების" აქტივისტებსაც არანაირი "გადამწყვეტი ნაბიჯები" არ გადაუდგამთ.

აქციასა და ულტიმატუმიდან 10 დღის შემდეგ, "ქართული ოცნების" აქტივისტის მელიქ რაისიანის თქმით, ეს მიტინგი არა საპროტესტო აქცია, არამედ შეკრებილთა სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად მოწყობილი ღონისძიება იყო.

"არ ვიცი, საიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ჩვენ მათ გადადგომას მოვითხოვთ და გვიპასუხეს, რომ კანონის მიხედვით, მოთხოვნა დეპუტატების 1/3-მა უნდა წარმოადგინოს. ახლა ჩვენ ვამზადებთ წერილს, სადაც ეწერება, რომ საკრებულოს ჩვენთვის უარის თქმის უფლება არ აქვს და პარალელურად, ვამზადებთ დოკუმენტს, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის შესახებ, რომლის დღის წესრიგშიც ჩინოსნების გადადგომა იქნება. ამ მოთხოვნას 11 დეპუტატი აწერს ხელს", - ამბობს მელიქ რაისიანი.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა