უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო

უდიპლომო მოსამართლეების საქმეზე პროკურატურამ დოკუმენტების ამოღება დაიწყო

მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე უკავშირდება ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის მოსამართლის თანამდებობაზე უკანონოდ დანიშვნას. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ამ მოსამართლეებს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნიათ.

ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც ამ ფაქტს დიდი ხანია სწავლობს, აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე ინიშნებიან იურიდიული განათლების არმქონე პირები და მომხდარის გამო, უნდა დადგეს როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ის წლების განმავლობაში უკანონოდ ახორციელებდა მართლმსაჯულებას და იღებდა სოლიდურ ხელფასს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

"ამ ეტაპზე გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლეებს - ბესარიონ ალავიძესა და მაია გიგაურს დამთავრებული აქვთ სამართალმცოდნეობის მეორადი სწავლების განყოფილება, რაც არ აძლევს პირს იურისტის კვალიფიკაციას. სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურატურამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო", - აცხადებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა