ავტომობილი, რომელიც ყავაზე დადის

ავტომობილი, რომელიც ყავაზე დადის

ავტომობილი, რომელიც საწვავის ნაცვლად ყავის გამოყენებულ მარცვლებს იყენებს, ცოტა ხნის წინ გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. მანქანამ 105 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. მისი მფლობელი 42 წლის ბრიტანელი მარტინ ბეიკონია.

მარტინმა Ford-ის 1989 წლის ავტომობილი შეიძინა და მასში სპეციალური მოწყობილობა ჩაამონტაჟა. მოწყობილობა ღუმელისგან შედგება, რომელიც ნახშირით ცხელდება და რომელშიც კოფეინის დაპრესილი ნაფქვავი იწვის. საბოლოოდ, ის წყალბადსა და ნახშირბადს გამოყოფს.

შემდეგ ბუნებრივი აირი ელექტრო მოწყობილობაში გადის, რომელიც ავტომობილის ძრავს ამუშავებს.

ასეთი მანქანის აწყობა ყველას შეუძლია. ამასთან, ის ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს