ოჟიოში საერთო საცხოვრებლის 15-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

ოჟიოში საერთო საცხოვრებლის 15-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში საერთო საცხოვრებლის 15-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. კორპუსები ყოფილი მეურნეობის საკუთრებაში იყო, თუმცა ახლა სახელმწიფოს ბალანსზეა. იქ წლების წინ უსახლკაროდ დაჩენილი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა თვითნებურად შესახლდა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, ნინელი გავარდაშვილი ამბობს, სახლს სახურავი ქარიშხალმა დაუზინა და მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. გავარდაშვილთან ერთად ათობით ადამიანი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"პრობლემას სახურავის დამპალი კოჭებიც ემატება, რის გამოც წვიმის დროს წყალი პირდაპირ ოთახებში ჩადის, შედეგად კედლები და საწოლები სველდება. წვიმების დროს ოთახებში გაჩერება შეუძლებელია. სახლი ავარიულ მგომარეობაშია და თუ დროული ყურადღება არ მიექცევა, ის ჩამოინგრევა და ოჯახები, უკვე მეორედ, უსახლკაროდ დავრჩებით", - ამბობს სოციალურად დაუცველი ნინელი გავარდაშვილი.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა