ახმეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დაასაქმა

ახმეტის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდომარის შვილი დაასაქმა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად, ახმეტის საკრებულოს თავჯდომარის, ზაქარია ქინქლაძის შვილი, ნათია ქინქლაძე დაინიშნა. როგორც "ჰერეთმა" გაარკვია, ნათია ქინქლაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განმარტებით, ნათია ქინქლაძე კვალიფიციური კადრია და ამ მხრივ, მას შესაბამისი გამოცდილებაც აქვს. "ყველა, ვინც ახმეტაში თანამდებობაზე ინიშნება, მოვალეობის შემსრულებელია და ისინი უახლოეს პერიოდში კონკურსს გაივლიან", - აღნიშნა ბექაურმა.

"რა კვალიფიკაციით მოხდა ჩემი შვილის დანიშვნა ვერ გეტყვით, მე არაფერში ჩავრეულვარ. ნათესაური კავშირით დანიშვნა და  კანონსაწინააღმდეგო ქმედება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოში დავასაქმებდი. მე საკრებულოში ვმუშაობ, ხოლო ტურიზმის საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური გამგეობას ეკუთვნის. ეს კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ზაქარია ქინქლაძემ.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა