მამაკაცმა სკოლა 86 წლის ასაკში დაამთავრა

მამაკაცმა სკოლა 86 წლის ასაკში დაამთავრა

ომის ვეტერანმა მამაკაცმა სკოლა 86 წლის ასაკში დაამთავრა. ყველაზე ხანშიშესული მოსწავლისთვის დიპლომის გადაცემის ცერემონიას სკოლის ყველა მოსწავლე და ვეტერანის ნათესავები დაესწრნენ.

როგორც ჯეიმს ლივინგსტონი აცხადებს, 1940-იან წლებში, როდესაც მეცხრე კლასში იყო, იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და მუშაობა დაეწყო, რათა ოჯახს დახმარებოდა. მას 6 და-ძმა ჰყავდა. 1945 წელს ომის დროს ფილიპინებზე მსახურობდა, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

შინ დაბრუნების შემდეგ ვეტერანმა ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა.

"დავქორწდინდი, ოჯახი შევქმენი, სტაბილური სამსახური მქონდა და სკოლის დამთავრებაზე არც მიფიქრია. სწავლის დასრულების სურვილი ჩემმა შვილიშვილებმა გამიჩინეს", - აცხადებს ჯეიმსი.

ლივინგსტონი მელისონის სკოლას დაუბრუნდა და 2 წლიანი კურსი გაიარა.

"როდესაც კლასში შემოვიდა, თავდაპირველად ჩვენი ახალი მასწავლებელი მეგონა. გავოგნდი, როდესაც გავიგე, რომ ბაბუა ჩვენს კლასში სასწავლებლად შემოვიდა", - აცხადებს ჯეიმსის თანაკლასელი პატრიცია აისჰოვერი.

მისივე თქმით, ამ ორ წელიწადში ვეტერანი მოსწავლე ყველას შეუყვარდა. განსაკუთრებით კი მის თანაკლასელებს, მათ ომის ამბების მოსმენა უყვარდათ.

ახლა ჯეიმს ლივინგსტონს სრული საშუალო განათლება აქვს.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს