ჩინელები გასაყიდ ნიგოზში ქვას დებენ

ჩინელები გასაყიდ ნიგოზში ქვას დებენ

ჩინეთი ცნობილია სხვადასხვა ინოვაციებისა თუ საკვები პროდუქტის გაყალბებით. პრესა არაერთხელ წერდა ჩინეთში წარმოებულ ქათმის კვერცხებზე, რომლებსაც შიგნით გული არ ჰქონდა, თუმცა ამჯერად ჩინელი თაღლითი მწარმოებლები უფრო შორს წავიდნენ.

მათ გასაყიდი კაკლის გული ქვით ჩაანაცვლეს. ინტერნეტში ამის დამადასტურებელი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ყალბი ნიგოზი ვინმე ლიმ აღმოაჩინა, რომელმაც კაკალი ქუჩის მოვაჭრისგან ჰენანის პროვინციაში შეიძინა. როდესაც შინ მივიდა და კაკლის დამტვრევა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მათში ნიგოზის ნაცვლად ქსოვილში გახვეული კენჭები ელაგა. ქსოვილი იმისთვისაა საჭირო, რომ შიგთავსმა აწონვის დროს არ იხმაუროს და კლიენტის ეჭვი არ გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ლის შემთხვევა პირველი არაა. როგორც ჩანს, ამ ხერხს ჩინელი მეწარმეები მაქსიმალური მოგების მისაღებად იყენებენ. ამასთან, ისინი კაკლის გულს ცალკე ყიდიან.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს