კახეთის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

კახეთის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ლორთქიფანიძე, მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა. დავით ლორთქიფანიძეს და მის ყოფილ უფროსს ზურაბ ლალიაშვილს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, ბიზნესმენი ალექსანდრე მეგუთნიშვილი ცემაში, უკანონოდ დაკავებაში, წამებასა და დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

დავით ლორთქიფანიძის გირაოთი გათავისუფლებას დაზარალებული ალექსანდრე მეგუთნიშვილი აპროტესტებს. მისი თქმით, დავით ლორთქიფანიძის 10 000 ლარიანი გირაოთი გაშვება მაშინ, როცა მას ლორთქიფანიძის გამო 130 000 აშშ დოლარის ზარალი მიადგა, დაცინვაა.

"შეურაცხყოფილი ვარ, მასხარად ამიგდეს, მარტო 98 000 აშშ დოლარი ქეშად მაქვს ლორთქიფანიძისთვის მიტანილი. ნახევარი თელავი დატერორებული ჰყავს. რიგები იდგა კუდში იმ ხალხის, ეგენი რომ იბარებდნენ და ატერორებდნენ. სოფლის რწმუნებულებსაც კი ეგენი ნიშნავდნენ და ათავისუფლებდნენ. რა პოლიცია, რის პოლიცია, უგვირგვინო მეფე იყო ეგ. ციხეში ლორთქიფანიძე შემოდიოდა, მანქანების ყიდვაზე ეგ მითანხმდებოდა და აცემინებდა ჩემს თავს, 8 პრადო იყიდეო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. მოსამართლე ლაბაზა დუიშვილი ოდითგანვე ლორთქიფანიძეების ყურმოჭრილი მონაა. სასამართლომ საქმის მასალებიც კი არ გამაცნო, იმის მიუხედავად რომ წერილობით მივმართე," - განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა