ირანულმა მედიამ მიშელ ობამას დეკოლტე დაუფარა

ირანულმა მედიამ მიშელ ობამას დეკოლტე დაუფარა

ირანის საინფორმაციო სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მიშელ ობამას გამოსახულება ფოტოშოპით დაამუშავა.

ობამას "ოსკარის" ცერემონიალისთვის სტანდარტული ზომის დეკოლტიანი ვერცხლისფერი კაბა ეცვა, მაგრამ მოშიშვლებული გულმკერდი და მკლავები ირანელმა ჟურნალისტებმა "ზედმეტად თამამად" მიიჩნიეს და  დეკოლტე ფოტოშოპით დაფარეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა. შეგახსენებთ, შარშან ირანულმა გაზეთებმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს - კეტრინ ეშტონს ფოტოებზე დეკოლტე და შარვალი დაუფარეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს