პიპა მიდლტონმა მუშაობა სუპერმარკეტში დაიწყო

პიპა მიდლტონმა მუშაობა სუპერმარკეტში დაიწყო

იმ დროს, როდესაც პიპა მიდლტონის უფროსი და, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი დედობისთვის ემზადება, პიპა კარიერაზე ზრუნავს. მან მუშაობა სუპერმარკეტში დაიწყო. პიპას უნივერსალური მაღაზიის ყოველთვიურ ჟურნალში Waitrose Kitchen  სვეტი ჩააბარეს. მიდლტონი გამოცემისთვის თვეში ერთხელ სტატიას დაწერს.

საავტორო სვეტს Pippa's Friday Night Feasts-ი ჰქვია. მასში პიპა მკითხველს რჩევებს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოაწყონ იდეალური წვეულება და როგორ უნდა აღაფრთოვანონ მეგობრები კულინარული შედევრებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხებში პიპა მიდლტონს დიდი გამოცდილება აქვს: ცოტა ხნის წინ კემბრიჯის ჰერცოგინიას დამ წიგნი Celebrate: A Year of Festivities for Families and Friend-ი გამოუშვა. სამწუხაროდ წიგნს კრიტიკოსებმა ცუდი შეფასება მისცეს და მოსაწყენად ჩათვალეს.

პიპას პირველი სვეტი ჟურნალის აპრილის ნომერში დაიბეჭდება. გამოცემის ყდას კი თავად პიპა მიდლტონის ფოტო დაამშვენებს.

მომზადებულია Еру Guardian-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს