დედის დღისადმი მიძღვნილი 2500 ლარიანი კონცერტი ხაშურელი ჩინოვნიკებისთვის

დედის დღისადმი მიძღვნილი 2500 ლარიანი კონცერტი ხაშურელი ჩინოვნიკებისთვის

2013 წლის 1 მარტს ხაშურის კულტურის ცენტრში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ცნობილი ქართველი მომღერლები - თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი,ზურაბ კობეშავიძე, ეთერ კაკულია, გივი სიხარულიძე და სხვები მიიღებენ.

კონცერტის ბილეთები გაყიდვაში არ არის და დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი. მოსაწვევები კი, მხოლოდ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ურიგდებათ. ხაშურის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსის ნოდარ კვინიკაძის განცხადებით, კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 500 ლარია გამოყოფილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა