მონაკოს პრინცს ცოლთან დასაწოლად არ სცალია

მონაკოს პრინცს ცოლთან დასაწოლად არ სცალია

ალბერ II-ისა და ოლიმპიური ჩემპიონის, სპორტსმენ შარლინ უიტსტოკის გრანდიოზული ქორწილი თითქმის ორი წლის წინ შედგა, თუმცა ოჯახში ნანატრი მატება ჯერ არ არის და არც ივარაუდება. სანამ ბრიტანეთი ზეიმობს და ქეით მიდლტონის მომრგვალებულ მუცელს შეჰხარის, მონაკოს პაწაწინა სამეფო ნაღვლიანად მკითხაობს: გრეის კელის ვაჟი როდის აჩუქებს სამეფო ტახტს მემკვიდრეს.

ბევრი იმასაც ამბობს, რომ ალბერი უკვე არც ისე ახალგაზრდაა, გარდა ამისა, მისი ცოლის სპორტული კარიერაც შეიძლება ნეგატიურად აისახა მის შვილოსნობის ფუნქციებზე. თუმცა მიზეზები გაცილებით ბანალური აღმოჩნდა: მონარქთა წყვილს თურმე "ამისთვის", უბრალოდ, არ სცალია.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში თავისი უშვილობის მიზეზებზე ალბერმა გულახდილად ისაუბრა.

- ჩვენ ბევრი ვალდებულება გვაქვს, შეხვედრები და ოფიციალური ღონისძიებები, - აღნიშნა 54 წლის ალბერ II-მ და ამ "მოუცლელობით" ახსნა თავისი უშვილობა. გარდა ამისა, პრინცის თქმით, 35 წლის შარლინის ორსულობა მას ხელს შეუშლის წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულებაში.

შეგახსენებთ, რომ ალბერ II-ს ორი უკანონო შვილი ჰყავს, რომლებიც ყოფილმა საყვარლებმა გაუჩინეს. თუმცა, კანონის მიხედვით, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ტახტზე პრეტენზია. სანამ ალბერი კანონიერ შთამომავლობას არ გაიჩენს, ტახტის მემკვიდრეების სიაში პირველი ადგილი მის უფროს დას, კაროლინას აქვს, მერე კი - კაროლინას ვაჟს, ანდრეა კაზირაგის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს