კახი კალაძე რაბათში ვანო მერაბიშვილის ვიზიტს ეხმაურება

კახი კალაძე რაბათში ვანო მერაბიშვილის ვიზიტს ეხმაურება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ფეისბუქზე" ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც ახალციხეში მერაბიშვილის ვიზიტის დროს არის გადაღებული.

"ახალციხეში ქვესადგური "ახალციხე-500"-ის დათვალიერების შემდეგ ვეწვიეთ რაბათის ისტორიულ უბანს. გვინდოდა საკუთარი თვალით გვენახა ის მდგომარეობა, რაც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო სიუჟეტის სახით გავიდა, თუ როგორი დაცარიელებულია რაბათის "რეაბილიტირებული" უბანი. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ აგებული ფასადური აღმშენებლობისა და ვითომ-ეკონომიკური "აღმავლობის" კიდევ ერთი კლასიკური სქემის მოწმე გავხდით. ადგილზე მოვიძიეთ საიჯარო ხელშეკრულებების სია, სადაც ჩამოთვლილია რაბათის უბანში კომერციული ობიექტების მოიჯარეების დასახელება. ყველა მათგანს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ზუსტად ერთ დღეს, ერთი და იგივე პერიოდით და წინასწარ გადახდილია ქირა 2013 წლის 15 მაისამდე.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა "იაფი" ღირდა იჯარა და თავად განსაჯოთ, მოცემული კომპანიების ერთსულოვანი გადაწყვეტილება ახალციხეში ბიზნესის გაფართოების შესახებ ეკონომიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული თუ პოლიტიკური მითითებისა და ზეწოლის შედეგად. დღეისთვის ძალით მიყვანილი მოიჯარეების ხელშეკრულებები შეწყვეტილია ეკონომიკური არამომგებიანობის გამო კომპანიებისვე სურვილით.

საქართველოში ბიზნესი სამუდამოდ განთავისუფლდა წნეხისა და ტერორისგან. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დაიწყება ნამდვილი ეკონომიკური აღმავლობა ნაცვლად იმ ფასადური "სარგებლისა", რასაც გვთავაზობდა ზოგიერთი მომაკვდავი პარტია. ამას იგრძნობენ ახალციხელებიც და ყველა სხვა კუთხის მაცხოვრებლებიც", - წერს კალაძე და იქვე რაბათის ისტორიულ უბანში საიჯარო ხელშეკრულებების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ივანე წიკლაურთან ერთად ციხე-ქალაქი "რაბათი" დაათვალიერა. დათვალიერების დროს გუბერნატორმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში "რაბათში" მოქმედი თითქმის ყველა ობიექტი დაიხურა. ამის მიზეზად ივანე წიკლაური ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზრდილ გადასახადებს ასახელებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს