ზიმბაბვეში 8 წლის ბიჭი 61 წლის ქალზე დაქორწინდა

ზიმბაბვეში 8 წლის ბიჭი 61 წლის ქალზე დაქორწინდა

რამდენიმე დღის წინ ზიმბაბვეში უცნაური საქორწინო ცერემონია გაიმართა. 8 წლის სანელეი მაზილელამ 61 წლის ელენა საბანგუზე იქორწინა.

ქორწილის ცერემონიას სიძისა და პატარძლის 100-მდე ნათესავი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ელენას ხუთი შვილი და მისი პირველი მეუღლეც. ნეფე-პატარძლის სიტყვებით, ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირება მათ ბიჭის გარდაცვლილი ბაბუის სულმა ”სთხოვა”. სწორედ მისი სახელი დაარქვეს  8 წლის საქმროს, სანელეის.

ელენა საბანგუმ წინაპრებისადმი პატივისცემის ნიშნად მეორედ გათხოვებაზე თანხმობა განაცხადა. ამასთან, მის პირველ მეუღლეს პროტესტი არ გამოუთქვამს არც ელენას მეორედ გათხოვებაზე და არც იმაზე, რომ მისი კონკურენტი არასრულწლოვანი ბიჭია.

”მე ვუთხარი დედაჩემს, რომ მინდოდა დაქორწინება. საცოლედ ელენა ამოვირჩიე, ვინაიდან ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ის გახდა ჩემი ცოლი. თუმცა ახლა სკოლაში სწავლას გავაგრძელებ და როდესაც გავიზრდები, ცოლად ვინმე უფრო ახალგაზრდას მოვიყვან”, - განაცხადა 8 წლის ახალდაქორწინებულმა სანელეიმ.

მომზადებულია newsdzezimbabwe.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს