"თიბისი ბანკი" პრეზიდენტის განცხადებას უარყოფს

"თიბისი ბანკი" პრეზიდენტის განცხადებას უარყოფს

"თიბისი ბანკში" არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ "ალფა ბანკი" "თიბისი ბანკს" ყიდულობს. "საქართველოს პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, თითქოსდა "თიბისი ბანკი" შეიძინა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - "ალფა ბანკმა". ამ ინფორმაციას "თიბისი ბანკი" უარყოფს. გვინდა, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ "თიბისი ბანკი" არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე "ალფა ბანკთან" თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან", - ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.

განცხადება ქართული ბნკების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ საკაშვილმა გუშინ გააკეთა. "რამდენიმე დღის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი - "ლიბერთი ბანკი" იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა - "სბერბანკმა". ახლა რუსეთის ერთ-ერთი დიდი ბანკი "ალფა ბანკი", რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კრემლთან, ყიდულობს "თიბისი" ბანკს, "ქართუ" ისედაც რუსული ბანკია, საქართველოში შემოდის ასევე დიდი რუსული სახელმწიფო "გაზპრომბანკიც", რომელსაც უნდა რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა. მინდა გვესმოდეს, ეს რა არის. ჩვენი ქონების 60-70 % არის ჩადებული ამ ბანკებში კრედიტებით, იპოთეკით და ა.შ. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა მოხდება ლარით, თუ ვერ მოხდება, დიდი ალბათობით, ბევრი ვიღაც კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკები ამ ქონებას წაიღებენ. ბანკის მიერ ქონების წაყება თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ადრე ეს ქონება ქართულ ბანკებს მიჰქონდა და მაინც საქართველოს კონტროლის ქვეშ რჩებოდა. ახლა ყველაფერი აღმოჩნდება რუსეთის ხელში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ