ქართულ ბაზარზე პური გაიაფდა, თუმცა ისევ ძველი ფასებით იყიდება

ქართულ ბაზარზე პური გაიაფდა, თუმცა ისევ ძველი ფასებით იყიდება

ქართულ ბაზარზე პური გაიაფდა, თუმცა ისევ ძველი ფასებით იყიდება. ამის შესახებ თბილისში მოქმედი სუპერმარკეტების კონსულტანტები აცხადებენ. სუპერმარკეტების ინფორმაციით, დისტრიბუტორებისგან პურის გაიაფების შესახებ მათ მხოლოდ ინფორმაცია მიიღეს, რეალურად პური ძველი ფასებით შემოაქვთ და ასევე ძველი ფასებით იყიდება. მიზეზებზე კონსულტანტები ვერ საუბრობენ. მათი თქმით, არც 80-თეთიანი და არც 50-თეთრად ღირებული პურის წონა არ გაზრდილა.

პურის გაიაფების ტენდენციას უარყოფენ პურ-პროდუქტების ასოციაციაშიც. ასოციაციაში ამბობენ, რომ ფასები მხოლოდ ქარხნების ნაწილმა დაწია.

"მეხორბლეთა ასოციაციის" შეფასებით კი პურის გაიაფება მხოლოდ ქარხნებზეა დამოკიდებული. "იყო შემთხვევა, როცა ქარხნებმა პური მაშინ გააძვირეს, როცა ფქვილი არ გაძვირებულა. ფასების დაწევა მეპურეების შიდა კონკურენციაზეა დამოკიდებული",- აცხადებენ ასოციაციაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ