კომპანია Apple უჩვეულო მოწყობილობის iWatch-ის გამოშვებას გეგმავს. ხელის "ჭკვიანი" საათი ოპერაციული სისტემა iOS-ის საფუძველზე იმუშავებს. მას მოხრილი ეკრანი ექნება, რომელიც მოქნილი მინა Willow Glass-ით დამზადდება. iWatch-ს თანამედროვე სმარტფონის ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. დღემდე, მოწყობილობას ანალოგი არ ჰყავს.
iWatch-ით მომხმარებელი ელექტრონული წერილის, SMS-ის გაგზავნასა და ინტერნეტში შესვლას შეძლებს.
სპეციალისტების ვარაუდით, iWatch-ი შეიძლება 2013 წლის ყველაზე ხმაურიანი ელექტრონული სიახლე გახდეს.
მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.