რა ბედი ელის ზაზა გოროზიას ბრძანებით შეძენილ მანქანებს?

რა ბედი ელის ზაზა გოროზიას ბრძანებით შეძენილ მანქანებს?

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 29 თებერვლის №87 ბრძანებით სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური შეიქმნა და ამ  სამსახურისთვის აბაშის მუნიციპალიტეტმა საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა შეიძინა. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურებმა გამგეობებში ერთი წელი იარსებეს და ისინი 1 მარტიდან უქმდება. რა ბედი ელის ამ მანქანას? გაიყიდება თუ ისევ მუნიციპალიტეტში დარჩება?

"ასეთი მანქანები ჰყავს მარტვილს, სენაკს, მანქანები სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის, ზაზა გოროზიას ბრძანებით შეიძინეს. ეს მანქანა აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ალბათ მუნიციპალიტეტს დარჩება. ჩვენს ახალ სამსახურს ბევრი და საკმაოდ შრომატევადი საქმეები აქვს და მართლაც საჭიროა გვყავდეს ტრპანსპორტი. ამ ეტაპზე არ არის გარკვეული ვის სარგებლობაში გადავა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ეს გამგეობის ქონებაა და დარჩება აბაშაში", - აცხადებს გამგებლის ყოფილ მოადგილე და ამჟამად ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ინვესტიციების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი დუნდუა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა