"ჰკითხეთ ბარნოვს, რატომ გამათავისუფლა?!"

"ჰკითხეთ ბარნოვს, რატომ გამათავისუფლა?!"

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა რეზო კახნიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეზო კახნიაშვილი ამჟამად იტალიაში, დასთან იმყოფება და იქიდან აცხადებს, რომ სამსახური არ დაუტოვებია.

"მანდ ჰკითხეთ ერთი, რატომ გამათავისუფლეს?! როგორც გავიგე, ჩემს ადგილზე სხვა დაუნიშნიათ, მაგრამ როცა ჩამოვალ, გავარკვევ, მართლა გამათავისუფლეს თუ არა", - აცხადებს რეზო კახნიაშვილი იმ დროს, როდესაც კანცელარიაში მისი პირადი განცხადება დევს.

კახნიაშვილი ანდრო ბარნოვის მოადგილის, ბადრი ბასიშვილის კადრად ითვლება. წლების განმავლობაში, მათ სახელს განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების დევნა უკავშირდებოდა. 2012 წლის 28 ნოემბერს, რეზო კახნიაშვილი ეჭვმიტანილის სახით დაკავეს, თუმცა ბრალი ვერ წაუყენეს და გაათავისუფლეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა