"ივანიშვილის საჩუქრის" მოლოდინში ქორწინების რეგისტრაცია 14-ჯერ გაიზარდა

"ივანიშვილის საჩუქრის" მოლოდინში ქორწინების რეგისტრაცია 14-ჯერ გაიზარდა

სარვამარტოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან "საჩუქრების მოლოდინში" კახეთში ქორწინების რეგისტრაცია 5-ჯერ გაიზარდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი 14-ჯერ.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის იანვარში კახეთში ქორწინების 141 რეგისტრაცია განხორციელდა, თებერვალში კი 686. იანვარში, გურჯაანში განხორციელდა ქორწინების 16 რეგისტრაცია, თებერვალში 225, იანვარში თელავში 12 ქორწინება დარეგისტრირდა, თებერვალში - 129. გასულ თვეში ლაგოდეხში ქორწინების 12 რეგისტრაცია განხორციელდა, თებერვალში - 131. ქორწინების რეგისტრაცია 7-ჯერ გაიზარდა ყვარელში - იანვარში ქორწინების 10 რეგისტრაცია, თებერვალში კი 71 განხორციელდა.

ქორწინების რეგისტრაციის მატება რეგიონში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმად ქალთა დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურ ქორწინებაში მყოფ 60 წლამდე ასაკის ქალებს 1000 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი უნდა აჩუქოს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა