ნინო ჟიჟილაშვილი თავს იმართლებს

ნინო ჟიჟილაშვილი თავს იმართლებს

ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი გუშინ გადაცემა "პოლიტმეტრში" სოსო რობაქიძის ჩართვის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ფეისბუქით" თავს იმართლებს.

"კი ბატონო, კიდევ ერთხელ! ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრი/ Politmetre with Nino Zhizhilashvili მოკლე განმარტება Nino Revishvili -ს და იმ მაყურებელს ვისაც ამ თემაზე კითხვა გაუჩნდა: სწორედ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ გადაცემის სტუმრის ვინაობა ჩვენ წინასწარ შევატყობინეთ ბუტა რობაქიძის მშობლებს და ორივეს ვუთხარით, რომ სურვილის შემთხვევაში მათთვის ჩვენი ეთერი ღია იყო. "პოლიტმეტრის" მსვლელობისას სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" გავრცელდა ცნობა, სადაც პროკურატურიდან გამოსული ბ-ნი სოსო რობაქიძე ამბობდა, რომ გამოძიებას ხელთ აქვს ახალი დეტალები, ამიტომ პროდიუსერი მას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ეთქვა ეს სიახლე, თუმცა ბ-მა სოსომ არ მოინდომა მონაწილეობა - თქვა, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა ეთერში/ვერ უყურებდა. ბოლოსკენ კი ის პროდიუსერს თავად დაუკავშირდა და მოითხოვა ეთერი. პროდიუსერმა იყოყმანა, ვინაიდან ამ დროისთვის გადაცემაში მონაწილება უკვე ჰქონდა მიღებული ქ-ნ იას, თუმცა კიდევ ერთი ზარის შემდეგ, დათანხმდა, ვინაიდან ის ამბობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი. ამიტომ წარვადგინეთ ისე, როგორც წარვადგინეთ. არსებობს შემომავალი ზარები, რაც ადასტურებს ვინ როდის რეკავდა, თუმცა ვფიქობთ, რომ ბ-ნ სოსოს იმდენად რთული პერიოდი აქვს, ჩვენი მხრიდან ამ თემაზე მასთან ეთერში ან ეთერს გარეთ დისკუსია - თუ ვინ დარეკა, არაადეკვატური და უხერხული იქნებოდა. თუმცა უპასუხობამ გააჩინა კითხვები, რასაც იმედია, ამ განმარტებით ვუპასუხეთ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ და აქტიურობთ (თუნდაც ნეგატიურად!)", - წერს ჟიჟილაშვილი.

გუშინ "პოლიტმეტრის" პირდაპირ ეთერში, როდესაც სტუდიაში სტუმრად დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა იმყოფებოდა, ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ დარეკა. სატელეფონო ჩართვამდე ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, რომ სოსო რობაქიძე გადაცემაში ჩართვას დაჟინებით ითხოვდა, ვინაიდან მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. ჩართვის დასაწყისში კი სოსო რობაქიძემ ტელე-წამყვანს შეუსწორა, რომ თავად კი არ ითხოვდა ეთერში ჩართვას, მას ამ თხოვნით გადაცემის პროდუსერი დაუკავშირდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს