6 წლის ბიჭმა ავადმყოფი მეგობრის დასახმარებლად წიგნი დაწერა

6 წლის ბიჭმა ავადმყოფი მეგობრის დასახმარებლად წიგნი დაწერა

6 წლის დილან სიგელმა, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, ავადმყოფი მეგობრის, ჯონ პურნაზარიანის დასახმარებლად წიგნი დაწერა. 7 წლის ბიჭს იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება - გლიკოგენოზი აქვს.

ჯონის გადასარჩენად მისი უმცროსი მეგობარი თავის დაწერილ წიგნებს ყიდის. 16 გვერდიან თხზულებას "შოკოლადის ბატონი" ჰქვია.

წიგნის გამოცემისთვის თანხები დილანის მშობლებმა გაიღეს, ხოლო წიგნისადმი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ძალისხმევა არ დაიშურა სუპერმარკეტმა Whole Foods. სუპარმარკეტი ყოველ შეძენილ წიგნზე კლიენტს შოკოლადს ჩუქნის.

პატარა ბიჭმა წიგნის გაყიდული ეგზემპლარებით უკვე შეაგროვა 30 000 დოლარი. გარდა ამისა, იშვიათ დაავადებას, რომელიც მის მეგობარს აქვს, ახლა საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება ეთმობა.

სამწუხაროდ, პატარა მწერლის მეგობრის დაავადების განსაკურნებლად, მედიკამენტი ჯერ არ არსებობს. ამიტომ დილანის შეგროვილი თანხა ფლორიდის უნივერსიტეტის ბავშვთა ცენტრში გადაირიცხა.

მომზადებულია abcnews.go.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს