პლანეტის ყველაზე მოხუცი ქალი 115 წლის მისაო ოკავაა

პლანეტის ყველაზე მოხუცი ქალი 115 წლის მისაო ოკავაა

იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში მცხოვრები მისაო ოკავა, პლანეტის ყველაზე მოხუც ქალბატონად აღიარეს. მარტში მისაოს 115 წელი უსრულდება.

ყველაზე მოხუცად ოკავა ჯერ კიდევ იანვარში ორგანიზაცია Gerontology Research Group-მ აღიარა. ახლა რეკორდი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

მისაო ოკავა 1898 წლის 5 მარტს, ოსაკაში, კიმონოს ოსტატის ოჯახში დაიბადა. მას სულ სამი შვილი ჰყავდა. ორი მათგანი ცოცხალია და ერთმა ცოტა ხნის წინ 90 წლის უბილე აღნიშნა. იაპონელ ყველაზე ხანშიშესულ ქალბატონს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.

მისაომდე ყველაზე მოხუცი ქალის ტიტულს ასევე იაპონელი - კოტო ოკუბო ატარებდა. ის 2013 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ასევე იაპონიის მოქალაქე, 115 წლის ძიროუმონ კიმურაა.

ქართველი ქალბატონი ანტისა ხვიჩავა 2012 წელს 132 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს