ხაშურის პოლიციის შენობაში დაღუპულ სოლომონ ქიმერიძის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

ხაშურის პოლიციის შენობაში დაღუპულ სოლომონ ქიმერიძის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

2013 წლის 27 თებერვალს ერთი წელი შესრულდა სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებიდან. ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მცხოვრები სოლომონ ქიმერიძე ხაშურის შს სამმართველოს შენობაში დაიღუპა, ოფიციალური ვერსიით, ის მესამე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს ქიმერიძის ოჯახის წევრებმა აცნობეს, 2013 წლის 22 თებერვლიდან მათ ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა. ხაშურის სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბარბაქაძე აცხადებს, რომ ის 373 ოჯახი, რომლებსაც დახმარება შეუწყდათ, შემოსავალს მალავდა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში აცხადებენ, რომ მონაცემების გადამოწმების შემდეგ გარკვეულ ოჯახებს დახმარებას გადასცემენ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა