კაცი სიყვარულის დეფიციტის გამო მშობლებს სასამართლოში უჩივის

კაცი სიყვარულის დეფიციტის გამო მშობლებს სასამართლოში უჩივის

ნიუ-იორკში მცხოვრები 32 წლის ბერნარდ ბეი მშობლებს სიყვარულის ნაკლებობის გამო სასამართლოში უჩივის. მამაკაცის თქმით, მშობლებს ის არ უყვართ და კომპენსაციის სახით 200 000 დოლარს ითხოვს.

ბერნარდი უსახლკაროა და ამაში მშობლებს ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან საუბარში, მამაკაცმა განაცხადა, რომ სახლიდან 12 წლის ასაკში წავიდა, რადგან მშობლებისგან სიყვარულს არასდროს გრძნობდა და მათგან სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა უწევდა. მოგვიანებით კი სმა დაიწყო. ბერნარდი ამტკიცებს, რომ მისი დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ მშობლების ბრალია. მან ბრუკლინის სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. სარჩელში მიუთითა, რომ მშობლების არასაკმარისი სიყვარულის გამო "თავს სამყაროსგან გარიყულ ადამიანად თვლის”.

"ვერასდროს ვგრძნობდი, რომ მშობლებს ვუყვარდი. ჩვენ ოჯახი არასდროს გვქონდა. ისინი ჩემზე არ ზრუნავდნენ. როდესაც სახლიდან გავიქეცი, 12 წლის ვიყავი. შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ დედამ მითხრა, რომ სანამ სახლში შემიშვებდა 45 წუთი გარეთ უნდა ვმდგარიყავი", - ამბობს ბერნარდი.

ბერნარდის დედა აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე ვაჟისთვის ასეთი დიდი ოდენობის თანხის მიცემას არ აპირებენ.

"ბერნარდს საკუთარი ფული არასდროს ჰქონია. არასდროს უმუშავია, ამიტომაც დროა, წავიდეს და სამსახური მოძებნოს", - განაცხადა ბერნარდის დედამ.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს