პრინცი ჰარი სამხრეთ აფრიკას სტუმრობს. ლესოთოში ყოფნისას პრინცმა აფრიკელი ბავშვები მოინახულა. "იმედი მაქვს, დედა ჩემით იამაყებდა", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ აფრიკელ ბავშვებთან სტუმრობისას.
ტრაგიკულად გარდაცვლილი პრინცესა დიანა აფრიკაში შიდსთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა და მისმა ვაჟმაც ამ საქმის გაგრძელება გადაწყვიტა. პრინცმა საქველმოქმედო ორგანიზაცია "Sentebale" ლესოთოს პრინც სეისოსთან ერთად 2006 წელს ჩამოაყალიბა. ორგანიზაცია შიდსით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
ლესოთოში 360 000 ობოლი ცხოვრობს და ბავშვების 10% შიდსითაა დაავადებული.
მომზადებულია people.com-ის მიხედვით.