ქველმოქმედება ახალციხის ასაშენებლად თუ შიშით გადახდილი თანხები

 ქველმოქმედება ახალციხის ასაშენებლად თუ შიშით გადახდილი თანხები

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება, 2011 -2012 წლებში, აუქციონის წესით ასტორნომიულ ფასებად გასხვისდა. აუქციონზე არანაირი ვაჭრობა არ მიმდინარეობდა, მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია, ან ერთი ფიზიკური პირი მონაწილეობდა და აუდიტის მიერ რეალურ თანხად შეფასებული ქონება  გაცილებით დიდ ფასებად იყიდებოდა. ახალციხეში მომხდარ ფინანსურ დარღვევებს და უძრავი ქონების პრივატიზების უკანონო ფაქტებს საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს.

ახალციხის გამგებლი ბესიკ ხითარიშვილი ვარაუდობს, რომ მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში, ნახევრად დანგრეულ შენობებში, სხვადასხვა ფირმების მიერ გადახდილი მილიონობით ლარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასწაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა. გამგებლისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" და ოლქის ყოფილ პროკურორს ვაჟა ჩიტაშვილს და ახალციხეში უპრეცედენტო ბიზნეს ისტორიას ქველმოქმედებად აფასებს. მისი თქმით, შესაძლოა, რიგ პიროვნებებს ახალციხის განვითარებაში წვლილის შეტანა სურდათ და ეს სწორედ ამ ფორმით ანუ აუქციონზე გამოტანილი შენობების შეძენით მოახერხეს.

"ვერ ვხვდები წინასაარჩევნოდ მუნციპალიტეტს ეს თანხა ჩვენთვის რა ფორმით უნდა გადაეხადა?! მქონია შემთხვევა მიკროავტობუსში ჯიბის 5 ლარიანი კალენდარი 10 ლარად მიყიდია, იმიტომ კი არა, რომ მჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ გამყიდველი შემცოდებია. ამ შემთხვევაშიც ორი მიზეზია, ქველმოქმედება, ან შიშის ფაქტორი. ყველაფერს ნათელს გამოძიება გახდის" - აცხადებს ჩიტაშვილი.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა