”ჭკვიანი” საკიდი

”ჭკვიანი” საკიდი

თანამედროვე შოპინგი სულ უფრო მოსახერხებელი, დინამიური და სასიამოვნო ხდება. იაპონურმა სტუდიამ Teamlab-მა უნიკალური ინტერაქტიული ტანსაცმლის საკიდი TeamlabHanger-ი შექმნა.

ეს საკიდი მყიდველს აჩვენებს, როგორ გამოიყურება ესა თუ ის სამოსი მოდელებზე. 

იმისათვის, რომ პოტენციურმა მყიდველმა დაინახოს მისი არჩეული ნივთი რომელიმე მოდელზე, საკიდის გასწვრივ დამონტაჟებულ ეკრანს უნდა შეხედოს. როგორც კი საკიდს ხელს მოკიდებთ, მასზე განთავსებული გასაყიდი ნივთი, ეკრანზე, რომელიმე მოდელს ეცმევა.

როდესაც საკიდი თავის ადგილს უბრუნდება, ეკრანი ქრება.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს