მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმა

44 წლის ჩინელ ქალს ცენ ინგიუანს 11 წელია თმა არ შეუჭრია. მისი თმის სიგრძე 180 სანტიმეტრია. როგორც ინგიუანი ამბობს, თმის შეჭრა ძალიან ენანება.

ქალს ხშირად მიმართავენ თხოვნით, თმა გაყიდოს. სტილისტებს მისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაც შეუთავაზებიათ, მაგრამ თმას მაინც ვერ ელევა.

რასაკვირველია, მისი მოვლა დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.

ქალს თმის დაბანისთვის 1 საათი სჭირდება, ხოლო გასაშრობად - ნახევარი დღე. იმისთვის, რომ თმა დასველდეს, ცენი გრძელ თმას სათლში ათავსებს, სარეცხის მსგავსად რეცხავს და ბოლოს ბზინვარებისთვის თმაზე ლუდს ივლებს. ის თმას ყოველ მეოთხე დღეს იბანს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს