ახალციხის ყოფილი გამგებელი პრივატიზებული შენობების შესახებ დეტალებს ვერ იხსენებს

ახალციხის ყოფილი გამგებელი პრივატიზებული შენობების შესახებ დეტალებს ვერ იხსენებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და ახლა უკვე სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოადგილე გელა დემეტრაძე თანხის არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით დაკითხვაზე ერთხელ უკვე იმყოფებოდა. მალე მას დაკითხვაზე მისვლა მუნიციპალიტეტში პრივატიზებული შენობების გამო მოუწევს. თუმცა, მანამდე დემეტრაძე მილიონებად გასხვისებულ ნახევრად დანგრეულ უძრავ ქონებაზე დეტალებს ვერ იხსენებს. მისი თქმით, ყველა შენობა აუქციონის წესით გაიყიდა, მაგრამ რომელი ფართი რა ფასად გასხვისდა, ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა კონკრეტულად რაში გაიხარჯა, არ ახსოვს.

"ყველა აუქციონი საჯაროდ ცხადდებოდა, გამოთქვამდნენ სურვილს ეს შენობები ამ თანხებში ეყიდათ და ბუნებრივია, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებოდით. მეტი შემოსავალი მუნიციპალიტეტს არ აწყენდა. ვერ გეტყვით რამდენ ლარს აღწევს ჯამში აუქციონიდან შემოსული თანხა, მაგრამ ფულის დიდი ნაწილი ძირითადად რაბათის განვითარების პროგრამას ხმარდებოდა, ალბათ ამ მიმართულებით გავხარჯეთ", - აცხადებს დემეტრაძე.

სრული ვერსია

"სამხრეტის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა