თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?

თეა წულუკიანს თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება არ აქვს?

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და თეა წულუკიანის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას თხოვს. ხაჩიძის ვარაუდით, წულუკიანს უმაღლესი  იურიდიული განათლება არ აქვს მიღებული.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იქნებ გაგვცეთ პასუხი, თქვენს ამჟამინდელ მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს, აქვს თუ არა უმაღლესი იურიდიული განათლება? უკაცრავად, მაგრამ სიტყვაზე ვერ გენდობით. ამისათვის საჭიროა, დოკუმენტალურად დადასტურდეს, რომ ქ-მა წულუკიანმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა სამართლის განხრით.

თუ ეს ასე არ არის, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენი მინისტრი მოქმედი უკანონობაა", - წერს ხაჩიძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის წევრმა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე გუშინ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:

"იურისტებს! ჟურნალისტებს! საინფორმაციო საშუალებებს! უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს!...

გთხოვთ, ერთად გავარკვიოთ, ამ პოსტში დასმული საკითხი.

საქმე ეხება იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს. კერძოდ, რამდენად კანონიერად უკავია მას იუსტიციის მინისტრის პოსტი.

ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტს ჰქონდა ორი პროფილი - სამართლისა და ურთიერთობების.

თუ ქ-მა წულუკიანმა, სამართლის პროფილით არ დაამთავრა, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს "უმაღლესი იურიდიულ განათლებას", რასაც კანონი იუსტიციის მინისტრის(შესაბამისად პროკურორის) პოსტზე დასანიშნად, ცალსახად ითხოვს.

კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი პროკურორიცაა. იგი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევებში პირს წაუყენოს ბრალი. [მუხლი 31. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას].

მისი ბიოგრაფია არ ამტკიცებს, რომ მან "უმაღლესი იურიდიული განათლება" მიიღო. ამის ზუსტად დასადგენად მისი დიპლომის ნახვაა სჭირო, საიდანაც გაირკვევა რა არის მისი სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები, თუ სამართალი. ეს პრაქტიკულად გადამწყვეტი მომენტია.

აგერ ბიოგრაფიაც:

"თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. იგი იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს. 1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში. 1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ENA-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე. თ.წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა : საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა. 2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა. 2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში. ამჟამად ის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა", - წერდა გოგა ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს