მწერალი ბენჟამინ პერსი თვლის, რომ ყველა კაცი ვალდებულია საკუთარ თავზე გამოსცადოს ფეხმძიმობა და გააცნობიეროს, რას განიცდის ქალი, რათა შემდეგ სუსტი სქესი კიდევ უფრო დააფასონ. ამ მიზნით, ბენჟამინმა სპეციალური ბუსტჰალტერი და ფეხმძიმობის იმიტაციის შესაქმნელი ქამარი შეიძინა და 9 თვე "ქალის ტყავი" მოირგო. ეს სამოსი მწერალს ყოველდღიური საქმიანობისას ეცვა. ამ ფორმით ვარჯიშობდა, სამსახურში მიდიოდა და პროდუქტებს ყიდულობდა. "ფეხმძიმობის" პერიოდი სრულყოფილად რომ შეეგრძნო, ყოველ თვე ქამრის მოცულობას ჰაერით ტუმბავდა და მუცელს ზრდიდა.
"ამ ექსპერიმენტის დასასრულს მივხვდი, რომ მამაკაცები ქალებს სათანადოდ არ ვაფასებთ. ცოლებს, მეგობარ გოგონებსა და ზოგადად ყველა ქალს პატივი უნდა ვცეთ. ამის შემდეგ უკეთესი მამა ვიქნები", - ამბობს ის.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.