სახლი მდინარე დრინაზე

სახლი მდინარე დრინაზე

სერბეთში მდინარე დრინაზე პაწაწინა სახლი დგას, რომელიც ადგილობრივებსა და ტურისტებს იზიდავს. ხის ქოხი სერბეთის ქალაქ ბაინა-ბაშტასთან ახლოსაა.

სახლი მდინარის ცენტრში მდებარე კლდეზეა აშენებული და მისი ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლება. ამ სახლმა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჟურნალ National Geographic-ში მისი ფოტოსურათები დაიბეჭდა. ეს სახლი 45 წელია სტუმრებს მასპინძლობს.

ქოხს საინტერესო ისტორია აქვს. ის პატარა ბიჭების ჯგუფმა 1968 წელს ააშენა. ისინი მდინარეში ცურვის შემდეგ წყალში მდებარე კლდეზე ირუჯებოდნენ, მაგრამ უსწორმასწორო კლდე არაკომფორტული იყო ამიტომაც ბიჭებმა მდინარესთან ახლოს მდებარე დანგრეული ფარდულიდან ფიცრები მოიტანეს, შემდეგ კი ქოხი ააშენეს. 45 წლის განმავლობაში სახლი წყალდიდობების შედეგად დაზიანდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს