მექსიკაში მოკლე კაბები აკრძალეს

მექსიკაში მოკლე კაბები აკრძალეს

მექსიკის ქალაქ სიუდად-აკუნიაში მინი-ქვედაბოლოები აკრძალეს, ხოლო ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები დაჯარიმდებიან. ქალაქის უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა ხავიერ არგუაიო-ი-კამარომ განაცხადა, რომ მოკლე კაბები დღეიდან კანონდარღვევად ჩაითვლება.

მისივე განცხადებით, ახალი აკრძალვები მორალური ნორმების შენარჩუნებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება. მინი-ქვედაბოლოებში გამოწყობილი ქალები ხშირად პროსტიტუციას ეწევიან და ახდენენ ჩხუბის პროვოცირებას.

რაც შეეხებათ ქალის სამოსში გამოწყობილ მამაკაცებს, მათ შეუძლიათ საზოგადოებრივ საპირფარეშოში, მათი საწინააღმდეგო სქესისთვის განკუთვნილ კაბინაში შეუმჩნევლად შევიდნენ.

ასეთ აკრძალვებს ლგბტ-ორგანიზაციების აღშფოთება მოყვა. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაგეგმეს. ლგბტ-ორგანიზაციებმა საჩივარი შეიტანეს მექსიკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში. მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სიუდად-აკუნიას პოლიცია ადრეც ახდენდა ტრანსგენდერი მამაკაცების დისკრიმინაციას.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს