კალაძესთან კამათის გამო შიდა ქართლში კიდევ ერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდება

კალაძესთან კამათის გამო შიდა ქართლში კიდევ ერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდება

კახა კალაძესთან კამათის გამო, შიდა ქართლში კიდევ ერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდება. გორის რაიონის სოფელ ვარიანის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის, იზოლდა კოკაურის გათავისუფლების ბრძანების პროექტი უკვე მომზადებული და საკრებულოში გადაგზავნილია.

"მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელე ასეთ შემთხვევაში არღვევს ეთიკურ ნორმებს, მან არ უნდა გამოიყენოს შეუფერებელი ტერმინოლოგია. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს მათ მიმართ ზომები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გათავისუფლება გამოიყენოს" - აცხადებს გორის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი რეზო გოგიაშვილი.

იზოლდა კოკაური კოალიცია "ქართული ოცნების" აქციის ჩაშლაში და ჟურნალისტის შეურაცხყოფაში დაადანაშულეს. სწორედ მასთან მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება წინასაარჩევნო პერიოდში, სოფელ ვარიანში კახი კალაძეს. ამჟამად კოკაურს კომენტარის გაკეთების სურვილი არა აქვს: "თქვენ რას მიშველით? რამე რომ ვთქვა, აღარ გამათავისუფლებენ?", - აცხადებს იზო კოკაური.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა