სალომე ზურაბიშვილი - ძალიან ამოქმედნენ მიშისტები თეას დიპლომის თემაზე... ბრავო, თეა! ეს კარგი ნიშანია!

სალომე ზურაბიშვილი - ძალიან ამოქმედნენ მიშისტები თეას დიპლომის თემაზე... ბრავო, თეა! ეს კარგი ნიშანია!

ყოფილი საგერო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თეა წულიკიანის განათლებასთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"პირველი არხის საპასუხოდ: გოიმობა არ ქრება და ქაჯობა მზვინვარებს კიდევ?! თეას - არ გეწყინოთ - აქვს დამთავრებული ENA ანუ უმაღლესი ადმინისტრაციული სკოლა საფრანგეთში და შეიძლება მთელ ევროპაში, სადაც არა თუ სრული იურიდიულ სწავლებას ღებულობენ (იქ შესასვლელად იურიდიული მაგისტრატურა დამთავრებულები კონკურსში მონაწილეობენ და დიდი ნაწილი ვერ ხდება) არამედ ყველა იმ საგნებს სწავლობენ რაც მართვისათვის საჭიროა... პრაკტიკულად 80 პროცენტი ფრანგი მინისტრების - იუსტიცია და სხვა - ამ სკოლის კურსელები არიან ... ამაზე მაღალი დონის დაწესებულება იურიდიულ პოლიტიკურ და ეკონომიურ მეცნიერების დარგში არ არსებობს და აღიარებულია მთელ ევროპა- ამერიკაში .... მაგრამ ეს ხომ არ დააშოშმინებს ჩვენ ჭკუამსწავლელ ნაცების რუპორებს! ეს თეას განათლებას აღარ ეხება - რომელსაც არანაირი დამცველი არ სჭირდება - მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ მინისტრობა არის პოლიტიკური თანამდებობა სადაც არანაირი დიპლომი არ მოეთხოვება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ (ანუ ხალხის წარმომადგენლების მიერ - ეროვნული ნების გამომხატველ უწყების მიერ)... და მინისტრის უფლებები მისი დიპლომებით არ ისაზღვრება ... მას აქვს მინიჭებული თავის თანამდებობის შესატყვისი სრული უფლებები თავის კომპეტენციის სფეროში... რასაც ვერ ვიტყვით სასამართლოში მოსამართლეებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში უმკაცრეს პროფესიულ კრიტერიუმებით ინიშნებიან..", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით ინტერნეტ-სივრცეში უმცირესობის წარმომადგენელთა გააქტიურებას მის წარმატებულ საქმიანობას უკავშირებს.

"ძალიან მომხდა თვალში რომ სხვა და სხვა ფბ-ს კედელზე ძალიან ამოქმედნენ მიშისტები ამ თეას დიპლომის თემაზე... ბრავო თეა! ეს ნაღდი ნიშანია ეფექტურობის და ეს არის მათი რეაქცია შენი წარმატებული შეხვედრების ამერიკაში და ბრიუსელში და უკვე "შეშფოთდნენ"... კარგი ნიშანია! გილოცავ", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

რამდენიმე დღის წინ უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე იუსტიციის სამინისტროს მიმართა და თეა წულუკიანის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოითხოვა. ხაჩიძე ვარაუდობს, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უკანონოდ დაიკავა. სოციალურ ქსელში ამ თემას უმცირესობის სხვა წარმომადგენლების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოყვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს