გორის გამგეობის იურიდიულ განყოფილებაში ხმაურია

გორის გამგეობის იურიდიულ განყოფილებაში ხმაურია

კახი კალაძესთან კამათის გამო სამსახურიდან გათავისუფლების კანდიდატი, შინდისის რწმუნებული ირმა პაპუნაშვილი გორის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსს რეზო გოგიაშვილს შეხვდა და სხდომის ის ოქმი გააპროტესტა, რომელიც მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს შედგა. პაპუნაშვილი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება გორის გამგეობაში ცნობილ "შაჰს" სურს. მას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ არის "შაჰად" წოდებული პიროვნება, თუმცა გოგიაშვილთან საუბარში ახსენებდა საქართველოს პარლამენტის წევრს თამაზ (შიო) შიოშვილს, რომელიც პროპორციული სიით საკანონმდებლო ორგანოს წევრია.

ირმა პაპუნაშვილის ადმინისტრაციული წარმოების სხდომის ოქმში წერია, რომ პაპუნაშვილს შეხვედრის ჩაშლა საკრებულოს დეპუტატმა ზვიად საბაშვილმა დაავალა. პაპუნაშვილი ამას სიცრუეს უწოდებს. თუმცა ჩანაწერის ბოლოს, სხვა პირებთან ერთად, ისიც აწერს ხელს.

"როდესაც გამგეობაში სასამართლო მომიწყეს, 200 კაცი დამეხვია თავს. ამ სიტუაციაში კი იქ რა ჩაწერეს, მისი გარკვევის საშუალება მე არ მქონდა. შემდგომში გავიგე, რომ სხდომის ოქმში ასეთი რამ ჩაუწერიათ. ზაფხულში მე კალაძესთან შეხვედრის ჩაშლა არ მიცდია და ეს არც პარტიას (ნაციონალურ მოძრაობას) დაუვალებია. იქ რაც მოხდა, მართლა, ძალიან კარგად ჩანს კადრებში და ამ კადრებს მეც გამოვიყენებ", - აცხადებს ირმა პაპუნაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა