18 000 ლიტრი ვისკი შემთხვევით კანალიზაციაში ჩაღვარეს

18 000 ლიტრი ვისკი შემთხვევით კანალიზაციაში ჩაღვარეს

შოტლანდიაში Chivas Brothers-ის ალკოჰოლური სასმელის სახდელი ქარხის თანამშრომლებმა ათი ათასობით ლიტრი ვისკი კანალიზაციაში შემთხვევით ჩაღვარეს. ამის შესახებ BBC-ი იტყობინება.

გაუგებრობა ღამის მორიგეობის დროს, მოწყობილობების წმენდისას მოხდა. ქარხნის თანამშრომლებს მზა ალკოჰოლური სასმელი, საწმენდ სითხეში შეეშალათ. შედეგად, ვისკი მილებში საწმენდი საშუალების ნაცვლად ჩაასხეს.

ქარხნის მიმდენარე ტერიტორია მძაფრ სპირტის სუნში გაეხვია. სუნი იმდენად მკვეთრი იყო, რომ კანალიზაციის თანამშრომლებმა განგაში გამოაცხადეს. ყველაფერი მხოლოდ დღის 11 საათისთვის გაირკვა. როგორც The Scottish Sun-ი იუწყება, კომპანიის ხელმძღვანელები ახალმა ამბავმა განარისხა. როგორც აღმოჩნდა, კანალიზაციაში სულ 18 000 ვისკი ჩაიღვარა. ქარხანაში შიდა გამოძიება მიმდინარეობს.

"დამნაშავეებს ძალიან გაუმართლებთ თუ სამსახურს შეინარჩუნებენ", - აცხადებენ ქარხანაში.

კომპანიის ანგარიშების მიხედვით, ამ შემთხვევითობის შედეგად, ქარხანამ 500 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ვისკი დაკარგა.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს