ადამ ლევინს ქალები პაემანზე ”მაკდონალდში” დაყავს

ადამ ლევინს ქალები პაემანზე ”მაკდონალდში” დაყავს

მათ, ვისაც ცნობილი მომღერლის და ჯგუფ maroon 5-ის სოლისტის, ადამ ლევინის გულის მოგება სურს, ღრმა დეკოლტეების და მაღალი ქუსლების დავიწყება მოუწევს. ვარსკვლავი გამოტყდა, რომ მას მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალები იზიდავს.

"ძალიან მომწონს,როდესაც ქალს მასიური, მამაკაცის საათი უკეთია. კაცის პერანგებიც ძალიან უხდებათ ქალებს. მხოლოდ პერანგი, სხვა არაფერი...ძალიან მომწონს ასე გამოწყობილი ქალები", - აღიარა ადამმა.

კითხვაზე, თუ რა არ მოსწონს ყველაზე მეტად ქალებში, მომღერალმა შემდეგი პასუხი გასცა: "ზედმეტად ბევრი სუნამო და მკვეთრი მაკიაჟი".

ვარსკვლავმა იდეალურ პაემანზეც ისაუბრა.

"გავუვლიდი და "მაკდონალდსში" წავიყვანდი. ეს ძალიან ორიგინალური, საინტერესო და რაც მთავარია ეკონომიური იქნება. იქნებ ქალმა ვერ მოგხიბლოს? ეს ხომ პირველი შეხვედრაა? ჩაიცვით კარგად, მაგრამ დაპატიჟეთ "მაკდონალდსში". ვგონებ ასეთი პაემანი ქალებს ძალიან მოეწონებათ", - აღნიშნა მომღერალმა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა