ავტობუსის ყველაზე მხიარული გაჩერება

ავტობუსის ყველაზე მხიარული გაჩერება

კალიფორნიაში, ქალაქ სან-დიეგოში, მსოფლიოში ყველაზე მხიარული ავტობუსის გაჩერება არსებობს.

კომპანია Qualcomm-ის თანამშრმომლებმა ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე გამოაკრეს წარწერა -  მათ, ვისაც ტრანსპორტის ლოდინი მობეზრდა, მობილურიდან საიტზე შესვლას და თანხმობის ღილაკზე დაწკაპუნებას ურჩევდნენ. 

ვინც მითითებებს ბოლომდე მიჰყვა, ნამდვილი სურპიზი ელოდა. იღბალის მიხედვით, ყველა კლიენტთან სხვადასხვა ტრანსპორტი მიდის: ზოგს წასაყვანად ავტობუსის ნაცვლად, ახალთახალი "ლამბორგინი", ზოგსაც მარხილში შემბული ძაღლები აკითხავენ. ავტობუსის ამ გაჩერებაზე მდგომ ადამიანს შესაძლოა, მასხარებით სავსე ავტობუსმაც კი მიაკითხოს.

"გვსურდა, რომ ყოველი დღე უფრო მხიარული გაგვეხადა მობილური ტექნოლოგიების დახმარებით, სწორედ ამიტომ მოვიფიქრეთ დაინტერესებული ადამიანებისთვის ასეთი მხიარული სიურპრიზის მოწყობა" - განაცხადა Qualcomm-ის წარმომადგენელმა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს