როგორი იქნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილი

როგორი იქნება ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის შვილი

მას შემდეგ, რაც კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითის ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი, მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ, გარეგნულად როგორი იქნება მომავალი მემკვიდრე.

სამხრეთ აფრიკელმა გენეტიკოსმა სურეტა ერაზმუსმა კვლევა ჩაატარა და ილუსტრაციებიც წარმოადგინა. კვლევის თანახმად, ბავშვი მამის ხაზით პრინცესა დიანას დაემსგავსება, რადგან თავად პრინცი დედამისს ძალიან ჰგავს.

ერაზმუსი ირწმუნება, რომ თუ გოგონა დაიბადება, იგი დედის მახასიათებლებს მიიღებს მემკვიდრეობით (ხშირ წამწამებსა და წარბების ფორმას), მაგრამ თვალები მამასავით ცისფერი ექნება. თუ ბიჭი დაიბადება, სიყმაწვილეში მამას შესამჩნევად დაემსგავსება. მას უილიამის ნიკაპის, პირისა და კბილების ფორმა ექნება. მაგრამ გენეტიკოსი ვარაუდობს, რომ ბავშვი დედის მუქ თმას იმემკვიდრებს.

სურეტა ერაზმუსმა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის გარეგნობის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, მაგრამ ყველა მათგანი ორივე მშობელს ძალიან ჰგავს.

ქეით მიდლტონის ორსულობის შესახებ ცნობილი დეკემბრის დასაწყისში გახდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს