"გლობალ ტვ"-ს ანტენის გამო ოზურგეთში ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

"გლობალ ტვ"-ს ანტენის გამო ოზურგეთში ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

სოციალური მომსახურების სააგენტომ შემოსავლების დაფარვის მიზეზით, მთელი საქართველოს მაშტაბით სოციალური დახმარება 16 000 -ზე მეტ ოჯახს შეუწყვიტა. თუმცა მსგავსი შემთხვევები დახმარებების მასიურ შეჩერებამდეც იყო. ასეთი ოჯახებიდან ერთ-ერთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრები ნატო ვადაჭკორია, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი ყავს. მისი მეუღლე სეზონურად, მხოლოდ თხილის სეზონზე მუშაობს. სოციალური დახმარება, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ოჯახს რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ დაენიშნათ, რასაც  ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გადმობირებას უკავშირებენ. თუმცა, რადგან ოჯახმა პოლიტიკური შეხედულება არც ამის შემდეგ შეიცვალა, დახმარება შეუწყვიტეს, მიზეზი კი საჩუქრად მიღებული "გლობალო ტვ" - ის ანტენა დაუსახელეს. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი დახმარების აღდგენის მოლოდინშია.

"რამ განაპირობა ჩემი გამდიდრება, უფასო ანტენებმა? გვინდოდა საჩივრის დაწერაც, მაგრამ არც ამის ნება მოგვცეს სოციალური მომსახურების სააგენტოში და წამოვედით სახლში იმედგაცრუებულები. რა ვქნა, დავტოვო ჩემი პატარა შვილები და თურქეთში წავიდე სამუშაოდ? ახალი ხელისუფლების იმედი მქონდა, ამდენი ხანი გავუძელით გაჭირვებას, მუქარას, ზეწოლას, დამცირებას და ეგაა სამართალი და უკეთესობა, რომ პურის ფულიც წაგვართვეს? მოვითხოვ, გამოიძიონ ჩემი საქმე რამდენად კანონიერად მომიხსნეს დახმარება. ვთხოვ ახალ ხელისუფლებას, რომ დაგვასაქმონ სადმე ან მე ან ჩემი მეუღლე, რომ შვილები გამოვკვებოთ, ნუ ჩაგვიქრობენ იმედის ნაპერწკალს, რომელსაც ამდენი ხანია ველოდით", - აცხადებს ნატო ვადაჭკორია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა