საქორწინო კაბის ფორმის ტორტი

საქორწინო კაბის ფორმის ტორტი

ინგლისის საგრაფო სტაფორდშირში მცხოვრებმა დონა მილინგტონმა საქორწინო კაბის ფორმის ულამაზესი ტორტი გამოაცხო.

იდეა მის ქალიშვილს, 6 წლის ჰანას ეკუთვნის, რომელმაც ფოტოალბომში დედის ქორწილის ამსახველი ფოტოსურათები ნახა და კაბით მოიხიბლა. დონამ გადაწყვიტა, ჰანა გაეხარებინა და საკუთარი საქორწინო კაბის დიზაინით გემრიელი ტორტი გამოაცხო.

ტორტის გამოსაცხობად 224 კვერცხი, 12 კილოგრამი ფქვილი და 12 კილო შაქარი დაიხარჯა. ქალბატონი ტორტს 1 კვირის განმავლობაში აცხობდა და კრემით რთავდა. ტორტი 2 000 სტუმარს დააპურებს.

ქალბატონი ტორტის გაყიდვას არ აპირებს. ტორტი 6 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს