კახელებმა უნდა გვაჯობონ? - გორის რაიონში კომბოსტოზე კომპენსაციას ითხოვენ

კახელებმა უნდა გვაჯობონ? - გორის რაიონში კომბოსტოზე კომპენსაციას ითხოვენ

გორის რაიონის სოფელ ვარიანში 5 სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქტივისტები მოითხოვენ საქართველოს მთავრობამ, კახელების მსგავსად, კომპენსაცია გადაუხადოს. ეს მოთხოვნა შეკრებილებმა სოფელში ვიზიტად მყოფ რაიონის გამგებელს, პაპუნა კობერიძეს და სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს გიორგი ხიდაშელს მოახსენეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოყვანილი კომბოსტოს მოსავალი 2012 წლის შემოდგომაზე ვერ გაასაღეს და გადაყარეს.

კომბოსტო აზერბაიჯანში მიჰქონდათ. 2012 წლის ბოლოს აზერბაიჯანულმა მხარემ საბაჟოზე ტარიფები გააძვირა. საქართველოდან კომბოსტოს გატანა შეწყდა, შესაბამისად, ჭარბი მოსავალი გაუსაღებელი დარჩა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა