უკრაინელი პენსიონერები ყოველ შაბათს მეტროში საცეკვაოდ იკრიბებიან

უკრაინელი პენსიონერები ყოველ შაბათს მეტროში საცეკვაოდ იკრიბებიან

უკრაინელ პენსიონერებს გასართობი შემოაკლდათ, არადა პენსიით რესტორნებსა და კლუბებში წასვლას ვერ ახერხებენ.  მხიარულმა უკრაინელებმა მარტივი გამოსავალი მოძებნეს.

ბოლო 20 წელია კიევში, მეტროსადგურ ”ტეატრალნას” გვირაბში მოხუცები იკრიბებიან, ცეკვავენ, მღერიან და ერთობიან. კიევში მცხოვრებმა ყველა პენსიონერმა იცის, რომ შაბათს საღამოს 7 საათზე ამ გვირაბში მეგობარი პენსიონერები ელიან.

"ამ ქვეყანაში პენსიონერები თავს მიტოვებულად გრძნობენ. მათი უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროს გაიზარდა და განსხვავებული ცხოვრების წესს ვერ შეეჩვივნენ. მათ ჯანსაღი ურთიერთობები ურჩევნიათ. ამ ასაკის ადამიანები ახალგაზრდებივით ნახევარ ცხოვრებას ინტერნეტში არ ატარებენ. მესიჯების გაგზავნას პირისპირ საუბარი ურჩევნიათ. ისინი ცეკვავენ, ერთობიან, საუბრობენ, ახალგაზრდობას იხსენებენ და მარტოობას თრგუნავენ. ბევრ მათგანს დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ არცერთხელ გაუღიმიათ, მაგრამ ცეკვავდნენ და სიცოცხლის ხალისს იხანგრძლივებდნენ", - ამბობს ფოტოგრაფი გლებ გარანიჩი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს