თამარ ჩერგოლეიშვილი - რუსებმა ქართველების "დაბმის" იოლი გზა ნახეს

თამარ ჩერგოლეიშვილი - რუსებმა ქართველების "დაბმის" იოლი გზა ნახეს

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" ანსამბლ "ერისიონის" მოსკოვში დაგეგმილ კონცერსტს ეხმაურება.

"რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" - ამ "თეზის" ავტორი, მგონი, რუსეთის უშიშროების სამსახურია. ქართველების "დაბმის" იოლი გზა ნახეს - აცეკვებენ, ამღერებენ და ეუბნებიან, რომ "ყველაზე მაგარია", ესენიც ცეკვავენ კრემლში, მღერიან ჩაიკოვსკის დარბაზში, ჰგონიათ, რომ "კულტურულად მათზე [რუსებზე] ძლიერები ვართ" (c) ირმა სოხაძე და ვერ ხვდებიან თავიანთი მდგომარეობის კომიკურობას :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

რედაქტორი იქვე აღნიშნავს, რომ "პუტინის ჩიხიდან გამოყვანაში" ირმა სოხაძეს და ჯემალ სეფიაშვილს "ერისიონი" შეეშველება".

9-10 მარტს მოსკოვში, კრემლის დარბაზში, ანსამბლი "ერისიონი" კონცერტს გამართავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს