უკრაინის ქალაქ ლვოვში უცნობებმა ტრამვაი გაიტაცეს. გამტაცებლებმა ტრანსპორტით ქალაქში იქამდე ისეირნეს, სანამ ტრამვაი რელსებიდან არ გადავარდა და სახლს არ დაეჯახა.
ლვოვის მილიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის სვეტლანა დობროვოლსკაიას თქმით, სამართალდამცავ ორგანოებში ლვოვის ტრამვაის დეპოს დირექტორის განცხადება შევიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ 1-ელ მარტს დაახლოებით 22:40 სთ-ზე დეპოს ტერიტორიიდან ტრამვაი გაიტაცეს. შუა ღამეს კი ოპერატიულ სამსახურში დარეკეს და განაცხადეს, რომ ტრანსპორტი სახლს შეეჯახა.
ტრამვაის გამტაცებლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მომზადებულია УНИАН-ის მიხედვით.