ნინო დანელია - მოწმენი ვხდებით იმისა, როგორ გადადის პირველი არხი "ნაცმოს" გავლენიდან "ოცნების" გავლენაში

ნინო დანელია - მოწმენი ვხდებით იმისა, როგორ გადადის პირველი არხი "ნაცმოს" გავლენიდან "ოცნების" გავლენაში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ნინო დანელია საზმაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობიდან ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლებას ”ფეისბუქით” ეხმაურება.

”ხათუნა ბერძენიშვილი დიდი ხანია მოსახსნელი იყო, ძალიან დიდი ხანია მისი მიკერძოებული და არაპროფესიული მუშაობის გამო. მაგრამ, ბარათაშვილმა (ტრიპოლსკის ნათლულმა, რომელიც ივანიშვილის ახლობელიცაა) ეს გადაწყვეტილება მიიღო ასევე პოლიტიკური მიკერძოების გამო, მაშინ მოწმენი ვხდებით იმისა, როგორ გადადის არხი "ნაცმოს" პოლიტიკური გავლენიდან ოცნების პოლიტიკურ გავლენაში. საბჭო თუკი იტყვის, რომ ბერძენიშვილის მოხსნა პოლიტიკური ზეწოლაა, მაშინ მაინტერესებს, როგორ გაამართლებს იმას, რომ ბარათაშვილი აირჩიეს. თუკი შეეშალათ, როგორ გაიზიარებენ პასუხისმგებლობას ამ შეცდომის გამო. ნათია აბრამია რომ ყოფილიყო, არხის დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნებოდა! არ უნდა ამას მაღალი IQ!”, - წერს დანელია.

1 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბერძენიშვილი არხზე და მის ხელმძღვანელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს, უშუალოდ მის თანამდებობიდან გათავისუფლებას კი მაუწყებლის ეთერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს.

იხილეთ ასევე: "გიორგი ბარათაშვილი ხათუნა ბერძენიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს"

"საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს