ბრიტანეთში "ბეტმენმა" ეჭვმიტანილი პოლიციას ჩააბარა

ბრიტანეთში "ბეტმენმა" ეჭვმიტანილი პოლიციას ჩააბარა

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთში უცნაური შემთხვევა მოხდა. სუპერგმირ "ბეტმენის" კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა ეჭვმიტანილი დააკავა, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა და შემდეგ მიიმალა.

შემთხვევა დასავლეთ იორკშირის საგრაფოში, ქალაქ ბრედფორდში მოხდა. "ბეტმენმა" ეჭვმიტანილი პოლიციაში მიიყვანა და ისე, რომ არც ნიღაბი მოუხსნია და არც ვინაობა გაუმხელია, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სამართალდამცავებმა უკვე დაადასტურეს მედიით გავრცელებული უცნაური შემთხვევა.

მამაკაცი, რომელიც პოლიციას "ბეტმენმა" მიჰგვარა, ქურდობასა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

მომზადებულია interfax-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს