ბრიტანელი უსახლკარო რადიოს ვარსკვლავი გახდა

ბრიტანელი უსახლკარო რადიოს ვარსკვლავი გახდა

ცხოვრება შესაძლოა, ერთ წამში შეიცვალოს - ამას სტივ რიმერის შემთხვევაც მოწმობს. ამ უსახლკარო ქუჩის მუსიკოსის ცხოვრება სწორედ ბედნიერმა შემთხვევითობამ შეცვალა. ის ბრიტანული რადიოს ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

რამდენიმე დღის წინ მანჩესტერში, რადიო Key 103-ის ეთერში პრობლემა შეიქმნა. The Wrong Show-ში ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფს უნდა ემღერა, მაგრამ ბენდმა ბოლო წუთებში შოუში მისვლა ვერ შეძლო.

მაშინ შოუს პროდიუსერებს თვალში მოუვიდათ გარეთ მდგარი უსახლკარო მამაკაცი, რომელიც ვირტუოზულად უკრავდა აკორდეონზე.

45 წლის უსახლკარო სტივ რიმერი სასწრაფოდ შეიყვანეს შენობაში და ეთერში დაკვრა სთხოვეს.

მსმენელს იმდენად მოეწონა მისი დაკრული, რომ რადიომ გადაწყვიტა, ხელიდან არ გაეშვა ასეთ ექსცენტრულ პერსონაჟთან თანამშრომლობის შანსი და სტივ რემერს სამსახური შესთავაზა.

გარდა ამისა, კომპანიამ 6000 დოლარი დახარჯა სტივის გარეგნობის შესაცვლელად. იგი დაბანეს, დავარცხნეს, მოუწესრიგეს ფჩხილები, ჩაუსვეს კბილები და ძვირადღირებული ბრენდის სამოსი ჩააცვეს. 

"80-იან წლებში პროგრამისტი ვიყავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება მუსიკა იყო. ვიცი, რომ მდიდარი არასდროს ვიქნები, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სანამ პურის ფული მაქვს, ცოცხალი ვარ. ძალიან უცნაურია, რაც თავს გადამხდა. ვიცი, ჩემთან მუშაობა რთულია. მინდა რადიოს მთელს კოლექტივს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა სტივმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს